Sunday, January 26, 2014

   

2012-2013 სასწავლო წელს აქტიურად დავიწყე მუშაობა ბუნებისმეტყველების
პედაგოგად მეხუთე კლასის მოსწავლეებთან.თავდაპირველად პატარები დაბნეულნი იყვნენ,უჭირდათ ახალ გარემოსთან და ახალ პედაგოგებთან შეგუება. შევეცადე ყველანაირად დავახლოვებოდი პატარებს და მათთვის საინტერესო და ხალისიანი გამეხადა ბუნების გაკვეთილები. ამისათვის მაქსიმალურად ვეცადე,რომ მოსწავლეებისთვის მეტი თვალსაჩინო მასალა მეჩვენებინა,როგორც ელექტრონული სახით,ასევე ექსპერიმენტების და ცდების საშუალებით.დავგეგმეთ პროექტი და მოსწავლეებიც არტიურად და ხალისით შეუდგნენ მუშაობას. პროექტიც კარგი გამოვიდა და პრეზენტაცია "მომავლის კლასში" გაიმართა,თუმცა მინდა ავღნიშნო,რომ მოსწავლეებს საკმაოდ გაუჭირდათ პრეზენტაციების შექმნა PowerPoint-ში და ამიტომ საჭირო გახდა ჩემი დახმარება,ერთად ვარჩევდით ფოტოებს,ვეძებდით დამატებით მასალებს,ფოტოებს ვუკეთებდით წარწერებს და  ვაწყობდით პრეზენტაციებს.
     წელს ჩემი მოსწავლეები უკვე მეექსვე კლასში არიან და სიამაყით მინდა ავღნიშნო,
რომ მათ  არა თუ უჭირთ, არამედ ტექნიკურად გამართულ პრეზენტაციებს აწყობენ საკუთარი დიზაინით. საშინაო დავალებებს ელექტრონული ფორმით მისრულებენ და მიგზავნიან ჩემს ელექტრონულ მისამართზე. 
   ყოველ თემისას საინტერესო და განსაკუთრებული დამატებითი მასალის მოძიებაა შესაძლებელი და იმდენად ხალისობენ, რომ მე აღარც მჭირდება მათთვის შეხსენება საშინაო დავალების მომზადებისა...  
    მოსწავლეთა შესაძლებლობებს და ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს... დღითიდღე უფრო და უფრო მაოცებენ და მახარებენ საკუთარი წარმატებებით.ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ ასეთ აქტივობებში ჩართულნი არიან დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებიც და მათმა სწავლის ხარისხმა საგრძნობლად მოიმატა.
         ჩემო უსაყვარლესო ბავშვებო!!! დიდი მადლობა თქვენ ასეთი მონდომებისათვის . 
         გისურვებთ წარმატებებს !!!